თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ა კლასის მოსწავლეები „ტიფანის“ ესტუმრნენ, სადაც საბავშვო კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.
ბავშვებმა სხვადასხვა ფორმის პიცა გამოაცხვეს. შემდეგ კი დესერტის მომზადების დრო დადგა. პატარებმა „ტიფანის“ შეფ-მზარეულისგან ვაფლის გაფორმება ისწავლეს.
კულინარიული მასტერკლასი სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. თითოეულმა მოსწავლემ „ტიფანისგან“ „პატარა კულინარის“ სტატუსი მიიღო.
თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის „ტიფანის“ მასპინძლობისთვის! ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Kommentare