თანამედროვე განათლების აკადემიის მე-10 კლასის მოსწავლემ ალექსანდრე ჩანტლაძემ, პოლონეთში გამართულ გოჯუ-რიუს ჩემპიონატზე გაიმარჯვა. იგი სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულითა და ოქროს მედლით დაბრუნდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის 9 სპორტსმენმა მიიღო. მათ შორის იყო ალექსანდრეც, რომელმაც 16-17 წლის ასაკობრივ და -79 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს მას მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს
______________
Comments