თანამედროვე განათლების აკადემიის VIII დ კლასის მოსწავლეებმა თავიანთი შექმნილი ანიმაციები წარმოადგინეს. თითოეულში ნაჩვენები იყო, როგორ შეუძლია ადამიანს ბუნება გაალამაზოს და ამით თავადაც ისიამოვნოს.
ანიმაციების შექმნამდე, მოსწავლეებმა ნაწარმოები „ჩემი უსტარაული“ შეისწავლეს. მოთხრობის მიხედვით, ბიჭი ეძებს წყაროს, რომლის პოვნის შემდეგაც ტერიტორიას მოაწესრიგებს და ააყვავებს. შედეგით კი თავადაც ბედნიერი და კმაყოფილია.
ახალგაზრდებმა, ასევე, ნახეს ჟან ჟიუნოს ანიმაცია, „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. სიუჟეტის მიხედვით, მთავარმა გმირმა მთელი თავისი ცხოვრება გარემოს გამწვანებას მიუძღვნა. სწორედ ეს გახდა შთაგონება მოსწავლეებისთვის, რომ მსგავს თემებზე თავადაც შეექმნათ ანიმაციური ფილმები.
ღონისძიებას ორგანიზება აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინა ჯავახიშვილმა გაუწია.
______________
Comentarios