თანამედროვე განათლების აკადემიას მწერალი ლიკა ჭელიძე ესტუმრა. იგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა და წიგნის კითხვის დადებით მხარეებზე ისაუბრა. პარალელურად მოეწყო წიგნის პრეზენტაცია. მწერალმა აუდიტორიას „სიმშვიდის იმიტაცია“ წარუდგინა და მისი შექმნის პროცესი გააცნო.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებისთვის კითხვის პროცესისა და ზოგადად, წიგნის შეყვარება იყო. როგორც მწერალმა აუდიტორიას განუმარტა, წიგნის კითხვა უკეთესი პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ აუცილებელია კითხვის პროცესში ადრეული ასაკიდან ჩავერთოთ.
თანამედროვე განათლების აკადემიაში, ლიკა ჭელიძესთან შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
______________
Comments