თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე ისაუბრეს საფრანგეთის რევოლუციის შესახებ.
გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ 3 ჯგუფად:
I ჯგუფმა ისაუბრა საფრანგეთის რევოლუციის მიზეზებზე, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და საზოგადოებაზე;
II ჯგუფმა ისაუბრა გენერალურ შტატებზე, ბარიკადებზე ბასტილიის ციხესა და “დიდ შიშზე“;
III ჯგუფის წევრებმა კი ისაუბრეს „დიდ ტერორზე“, ქალების მარშსა და ვარენის კრიზისზე.
აღნიშნული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს როლური თამაშის მეშვეობით გაეთავისებინათ საფრანგეთის რევოლუციის მიზეზები, მიმდინარეობა და შედეგები. გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
_____________
Comments