საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები!
საგაზაფხულო ბანაკი
უნიკალური შესაძლებლობა 8-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს თანამედროვე განათლების აკადემიისგან! თანამედროვე განათლების აკადემიამ დაიწყო თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთში უდიდეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (UKLC) და გთავაზობთ ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკებს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში.

თანამედროვე განათლების აკადემია თავაზობს თქვენს შვილებს დაუვიწყარ გამოცდილებას!

ჩვენ ვცვლით სამყაროს!
ბედმინტონის სკოლას, რომელიც მდებარეობს დიდი ბრიტანეთის უმშვენიერესი ქალაქ ბრისტოლის გარეუბანში, გააჩნია მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა და საერთო საცხოვრებელი მოსწავლეებისათვის. იგი აღიარებულია საუკეთესო სკოლად გავლენიანი გამოცემა “The Sunday Times” - ის მიერ. აღნიშნული სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ინგლისური ენის ორკვირიან საზაფხულო ბანაკს.

სკოლას გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და მოედნები, საკონცერტო თუ საკონფერენციო ცენტრები. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს მონაწილეებისათვის ინგლისური ენის ინტენსიურ სწავლებას. ამავდროულად, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებს, ცეკვისა და დრამის წრეებსა და სხვა სახის აქტივობებს.

მოსწავლეებს, სასწავლო დღის დასრულების შემდეგ ელოდებათ დაუვიწყარი ექსკურსიები.

სურვილისამებრ, მონაწილეებისათვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ერთ, ორ ან სამადგილიან ოთახებში. დღის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ სამჯერადი კვება. თანამედროვე განათლების აკადემია, UKLC - თან თანამშრომლობით თავაზობს თქვენს შვილებს დაუვიწყარ გამოცდილებას და აღნიშნული სკოლის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

593679300
giorgikvikvinia@yahoo.com