გიორგი ნოზაძე (აკადემიის დირექტორი)

მოგესალმებით აკადემიის მოსწავლეებო და მშობლებო!

2018 წლის 17 სექტემბერს იწყება ახალი სასწავლო წელი. უპირველეს ყოვლისა, მადლობა, თქვენი ერთგულებისათვის ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, ვინც აგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩერა და ჩვენთან ერთად იწყებს ცოდნის დაუფლებას. გულითად მილოცვებთან ერთად აკადემიის მთელი გუნდი ვცდილობთ გამოვიცნოთ, როგორი წელი გველოდება - რა სიახლეებითა და მნიშვნელოვანი საინტერესო ამბებით იქნება გამორჩეული ჩვენი სკოლის მუშაობა, დასამახსოვრებელი თითოეული მოსწავლისა თუ მასწავლებლის ცხოვრება.

პედაგოგობა ხომ რთული საქმეა, განსაკუთრებით დღეს რადგან უნდა აღვზარდოთ მომავლის მოქალაქე, რომელმაც 10-20 წლის შემდეგ უნდა იტვირთოს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეების გაძღოლა. მასწავლებელი ვალდებულია წინასწარ ჭვრეტდეს სამყაროს განვითარების ერთგვარ პერსპექტივებს, რომ მოსწავლე მოამზადოს მოსალოდნელ გამოწვევებთან გამკლავებისთვის.

ეს მით უმეტეს ძნელია ჩვენს ქვეყანაში, გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში, ტექნოლოგიებში, ადამიანთა მენტალობაში. ყოველი ჭეშმარიტი პედაგოგი ეკითხება თავის თავს - რა უნდა ასწავლოს და როგორ, რომ მოსწავლეს სკოლაში მიღებული ცოდნა გამოადგეს პირად ცხოვრებაშიც და სამსახურეობრივი კარიერის წარმართვაში, რომ წარმატებული და ნაყოფიერი იყოს მისი შრომა და საქმიანობა მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსწავლეების ეფექტიანი და ეფექტური სწავლება და სწავლა ნიშნავს სასურველი შედეგის მიღწევას სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით გააზრებულად და გამოცდილების დაგროვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დაგეგმვა ნიშნავს მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას, მათ მოთხოვნილებებზე შესაბამის რეაგირებას, მათი მიზნების მიღწევაში მხარდაჭერას, რაც განაპირობებს მოსწავლეთა უმნიშვნელოვანეს როლს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში და პედაგოგების საქმიანობას სწავლის ხელშეწყობისთვის. ჩვენი აზრით, აკადემია არის მოზარდებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მათ ასწავლიან და აღზრდიან მასწავლებლები, რომლებიც თვითონაც სწავლობენ ბევრ ახალს, მათ შორის თავად მოსწავლეებისგანაც.

ჩვენი ღრმა რწმენით, აკადემია არის თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის, მასწავლებელთა და სკოლის მთელი პერსონალის პროფესიული განვითარებისა და მშობელთა პედაგოგიზაციის ცენტრი, სადაც ზრდასრულები თანამშრომლობენ მოზარდების საკეთილდღეოდ. სწორედ ამ რთული მისიის შესრულებისთვის ემზადებოდა აკადემია ზაფხულის განმავლობაში. იგი გაძლიერდა ახალი კადრებით: მასწავლებლებით და ასისტენტებით; გაუმჯობესდა სასწავლო პირობები და დაიხვეწა აკადემიის მართვის მექანიზმები; კეთილმოეწყო ეზო და გარემონტდა შენობა; შეივსო სასწავლო რესურსების მარაგი. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ გონივრულად ვისარგებლოთ ამ სიკეთეებით; შეთანხმებულად ვიმოქმედოთ მოსწავლეების ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე და მივანიჭოთ ერთმანეთს ის დიდი ბედნიერება, რომელსაც ახლის შემეცნება, სწავლა და განვითარება ჰქვია.

წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს! წინ კიდევ ერთი სასწავლო წელი გველის და რამდენად ვაქცევთ მას დღესასწაულად ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთიან გუნდზე... ნაყოფიერი და სიხარულით სავსე ყოფილიყოს 2018-2019 სასწავლო წელი ყოველი ჩვენგანისათვის!

ხედვა და მისია

ხედვა

უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, პროფესიონალთა გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებით, ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში.

მისია

თანამედროვე განათლების აკადემიის მისიაა მოსწავლეებს მისცეს თანამედროვე და მომავლის მოთხოვნების შესაბამისი პლურილინგვური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების ისეთი აკადემიური განათლება, რომელიც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისიის მისაღწევად აკადემია:

ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს;

ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას;

ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე;

სასწავლო პროცესში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;

მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს;

ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;

მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე.

გარემო

გარემო:

> თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები

> ICT ლაბორატორია - თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით

> თანამედროვე ლაბორატორიები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

> Smart board-ებით აღჭურვილი კაბინეტები

> სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა

> რემედიაციის ოთახი - ფსიქოლოგის მომსახურება

> სამედიცინო კაბინეტი - ექიმ-პედიატრის მომსახურება

> თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა

> დახურული და ღია სპორტული მოედნები

> თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფილი კაფეტერია

> საბავშვო ატრაქციონებით კეთილმოწყობილი, დეკორატიული ეზო

> მუდმივი დაცვა და ვიდეოკონტროლი

> კლასში მაქსიმუმ 16-18 მოსწავლე

უსაფრთხოება:

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს დაცვის სამსახური. ამ მიზნით აკადემია ახორციელებს 24 საათიან მომსახურებას დაცვის თანამშრომლებისა და ვიდეოკონტროლის საშუალებით.

> სამედიცინო კაბინეტი:

აკადემია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო კაბინეტით. სასკოლო დროის განმავლობაში მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს სკოლის ექიმი-პედიატრი.

> რემედიაციის ოთახი:

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რემედიაციის ოთახით. მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი.

> საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია:

თანამედროვე განათლების აკადემია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საბუნებიმეტყველო მეცნიერებების სწავლებაზე. აკადემიაში დაგხვდებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.

> IT ლაბორატორია:

თანამედროვე განათლების აკადემიის ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია.

> ბიბლიოთეკა:

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებს უახლესი მხატვრული, სამეცნიერო ლიტერატურითა და პერიოდიკით მდიდარი ბიბლიოთეკა ემსახურება.

> ტრანსპორტი:

საჭიროების შემთხვევაში, თანამედროვე განათლების აკადემია უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებით მომსახურებას.

> კაფეტერია:

აკადემიაში ფუნქციონირებს თანამედროვე კაფეტერია. კვების რაციონის შედგენაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ექიმმა. გათვალისწინებულია ინდივიდუალური საჭიროებები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიტარიული წესები და ნორმები. დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეთათვის უფასოდაა უზრუნვეყოფილი კვება.

დამატებითი სერვისი:

> მშობლებისათვის ინოვაციური ინფორმირების სისტემა (ელექტრონული შეტყობინება შვილის დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში)

> ტრანსპორტით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში)

> საცურაო აუზი (მშობლის სურვილის შემთხვევაში)

> საზაფხულო სკოლა

პროგრამა

სასკოლო პროგრამა:

თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, სასწავლო დღის პირველ ნახევარში სწავლობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანს განსხვავებული, გაძლიერებული დატვირთვით თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

მოსწავლეები გაღრმავებული პროგრამით სწავლობენ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

აკადემიაში სწავლის პერიოდში, საბაზო საფეხურზე, მოსწავლეები დაეუფლებიან სამ უცხოურ ენას, ხოლო სურვილის შემთხვევაში საშუალო საფეხურზე მეოთხე უცხოურ ენას.

განხორციელდება მიზნობრივი ექსკურსიები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფაგლებს გარეთ.

აკადემიის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია კონკურსები, ოლიმპიადები, კონფერენციები, პროექტზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდებსა და ექსპერიმენტზე დაფუძნებული და მოდილირებული სწავლება.

გაკვეთილების ცხრილი

აკადემიური კალენდარი

საათობრივი ბადე

ღონისძიებების კალენდარი

სახელმძღვანელოები

მენიუ

აკადემიაში მიღება

მიღება პირველ კლასში.

პირველ კლასში ბავშვის რეგისტრაციისთვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიას. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

- განმცხადებლის (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) პირადობის მოწმობის ასლი;

- ბავშვის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

- ორი ფოტოსურათი (აგრეთვე ჩაწერილი CD დისკზე);

მიღება/სწავლის გაგრძელება შპს ,,თანამედროვე განათლების აკადემიაში“

აკადემიაში ჩარიცხვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. ამისათვის, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიას. თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, აკადემია უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აკადემიის ადმინისტრაციის სამსახურს: info@cea.ge, +99532 2 91 35 35, +99532 2 91 35 36.

ფორმა

თანამედროვე განათლების აკადემიაში სავალდებულოა სასკოლო ფორმის ტარება.

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სასკოლო ფორმა.

გოგონების ფორმა

✓ თეთრი პოლო მაისური ან პერანგი აკადემიის ლოგოთი მოკლე მკლავით

✓ თეთრი პოლო მაისური ან პერანგი აკადემიის ლოგოთი გრძელი მკლავით

✓ რუხი (ნაცრისფერი) ქვედაბოლო (მუხლამდე სიგრძის)

✓ რუხი (ნაცრისფერი) შარვალი

✓ რუხი (ნაცრისფერი) ჟაკეტი, სვიტერი ან პულოვერი აკადემიის ლოგოთი

✓ რუხი (ნაცრისფერი) ან რუხი (ნაცრისფერი) კუბოკრული ქსოვილის სასკოლო კაბა აკადემიის ლოგოთი

✓ მუქი ფერის ფეხსაცმელი

ბიჭების ფორმა

✓ თეთრი პოლო მაისური ან პერანგი აკადემიის ლოგოთი მოკლე მკლავით

✓ თეთრი პოლო მაისური ან პერანგი აკადემიის ლოგოთი გრძელი მკლავით

✓ რუხი (ნაცრისფერი) სასკოლო შარვალი

✓ რუხი (ნაცრისფერი) ჟაკეტი, სვიტერი ან პულოვერი აკადემიის ლოგოთი

✓ მუქი ფერის ფეხსაცმელი

ინტერნეტ მაღაზიები:

Old Navy: www.oldnavy.com

Children’s Place: www.childrensplace.com

Marks and Spencer: www.marksandspencer.com

Gap: www.gap.com

მასწავლებლები

თანამედროვე განათლების აკადემიაში სასწავლო პროცესს ანხორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა და გამოცდილ მასწავლებელთა გუნდი. აკადემიამ მათი შერჩევა ღია კონკუსრის წესით განახორციელა