საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები!
საბავშვო ბაღის პროგრამა
პროგრამა

ჩვენ გთავაზობთ ბრიტანულ სტანდარტებზე („Early Year Foundational Stage“) დაყრდნობით შემუშავებულ და სწავლების საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო–სააღმზრდელო პროგრამას, რომელიც ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ სტანდარტს და სასკოლო მზაობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს, რაც ინტეგრირებულია სასწავლო კურიკულუმში. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სამი წლიდან 6 წლამდე ბავშვებისათვის.

პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ორიენტირებულია განვითარების შემდეგ

მიმართულებებზე:

სამყაროს შეცნობა.
კომუნიკაცია (მოსმენა და მეტყველება).
პიროვნული, სოციალური და ემოციური განვითარება.
მათემატიკური აზროვნება.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ფიზიკური განვითარება.
ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპებია:

1. უნიკალური ბავშვი - თითოეულ ბავშვს დაბადებიდან აქვს სწავლისა და განვითარების უნიკალური უნარი. ყოველ მათგანს შეუძლია, შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, იყოს თავდაჯერებული და შეეძლოს თვითმართვა.

2. პოზიტიური ურთიერთობები - ბავშვები ძლიერდებიან და ხდებიან დამოუკიდებლები პოზიტიური ურთიერთობების საფუძველზე.

3. შესაბამისი გარემო - გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღსაზრდელის სწორ ფორმირებასა და განვითარებაში.

4. სწავლა და განვითარება - ბავშვები სხვადასხვაგვარად სწავლობენ და ვითარდებიან. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პროგრესი იყოს თანაბარი სწავლისა და განვითარების ყველა მიმართულებით.

პროგრამა ამზადებს ბავშვს განათლების შემდგომი ეტაპისათვის. სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელები მუდმივად ზრუნავენ პატარების განწყობასა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-საამღზრდელო პროცესში მისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო სერვისის შეთავაზებით.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური განვითარება, რაც გათვალისწინებულია ყოველდღიურ განრიგში სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.

აღსაზრდელებისთვის ხელმისაწვდომია ფიზკულტურის გაკვეთილები, ცეკვის წრე, ბატუტი, ხოლო 5 + ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებს ცურვის გაკვეთილები.