ვსწავლობთ თამაშით!

ვსწავლობთ თამაშით!

ჩვენი მისიაა საგანმანათლებლო მოგზაურობის შედეგად, აღსაზრდელებში იმ უნარების განვითარება, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და სწავლის შემდგომი ეტაპისათვის მომზადებაში.

ჩვენს საქმიანობას საფუძვლად უდევს ბავშვების კეთილდღეობა, ბედნიერება და მათი ჰარმონიული განვითარება. ბავშვის ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების გათვალისწინებით, ხელს ვუწყობთ მათი შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას. ვეხმარებით ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენასა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაში.

ჩვენი პროგრამის მიზანია, ბავშვის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

პროგრამა

პროგრამა

ჩვენ გთავაზობთ ბრიტანულ სტანდარტებზე („Early Year Foundational Stage“) დაყრდნობით შემუშავებულ და სწავლების საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო–სააღმზრდელო პროგრამას, რომელიც ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ სტანდარტს და სასკოლო მზაობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს, რაც ინტეგრირებულია სასწავლო კურიკულუმში. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სამი წლიდან 6 წლამდე ბავშვებისათვის.

პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ორიენტირებულია განვითარების შემდეგ მიმართულებებზე:

> სამყაროს შეცნობა.

> კომუნიკაცია (მოსმენა და მეტყველება).

> პიროვნული, სოციალური და ემოციური განვითარება.

> მათემატიკური აზროვნება.

> სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

> ფიზიკური განვითარება.

დღის განრიგი
მენიუ
კალენდარი

ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპებია:

1. უნიკალური ბავშვი - თითოეულ ბავშვს დაბადებიდან აქვს სწავლისა და განვითარების უნიკალური უნარი. ყოველ მათგანს შეუძლია, შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, იყოს თავდაჯერებული და შეეძლოს თვითმართვა.

2. პოზიტიური ურთიერთობები - ბავშვები ძლიერდებიან და ხდებიან დამოუკიდებლები პოზიტიური ურთიერთობების საფუძველზე.

3. შესაბამისი გარემო - გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღსაზრდელის სწორ ფორმირებასა და განვითარებაში.

4. სწავლა და განვითარება - ბავშვები სხვადასხვაგვარად სწავლობენ და ვითარდებიან. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პროგრესი იყოს თანაბარი სწავლისა და განვითარების ყველა მიმართულებით.

პროგრამა ამზადებს ბავშვს განათლების შემდგომი ეტაპისათვის. სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელები მუდმივად ზრუნავენ პატარების განწყობასა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-საამღზრდელო პროცესში მისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო სერვისის შეთავაზებით.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური განვითარება, რაც გათვალისწინებულია ყოველდღიურ განრიგში სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.

აღსაზრდელებისთვის ხელმისაწვდომია ფიზკულტურის გაკვეთილები, ცეკვის წრე, ბატუტი, ხოლო 5 + ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებს ცურვის გაკვეთილები.

გარემო

გარემო:

გთავაზობთ საუკეთესო პირობებს თქვენი პატარების აღზრდა-განვითარებისათვის: თბილ, უსაფრთხო, კეთილმოწყობილ გარემოს. ბაღს 24 საათის განმავლობაში იცავს დაცვის სამსახური.

თითოეული ჯგუფი განთავსებულია ასაკობრივი მახასიათებლის შესაბამის, სასწავლო რესურსებით აღჭურვილ ნათელ ოთახში.

ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაა 18-20.

შენობა გარემონტებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო/სარემონტო საშუალებებით და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით.

ჩვენ გთავაზობთ ასაკობრივი საჭიროების შესაბამის მხატვრული ლიტერატურით აღჭურვილ ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, უსაფრთხო ატრაქციონებს, სამედიცინო კაბინეტს, რემედიაციის ოთახსა და თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფილ კაფეტერიას სამჯერადი კვებით.

საბავშვო ბაღში მიღება

მიღება სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე

შპს „თანამედროვე განათლების აკადმია“ აგრძელებს რეგისტრაციას სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ქართულენოვან ჯგუფებში.

აკადემიის სკოლამდელი აღზრდის პროგრამა გთავაზობთ ოთხ ასაკობრივ ჯგუფს: 3-4, 4-5 და 5+ (სასკოლო მზაობის პროგრამა).

სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე ბავშვის რეგისტრაციისთვის მშობელმა/კანონიერმა წარმოამდგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიას.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

- მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები;

- ბავშვის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

- ორი ფოტოსურათი (აგრეთვე ჩაწერილი CD დისკზე);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აკადემიის ადმინისტრაციის სამსახურს: info@cea.ge, +99532 2 91 35 35, +99532 2 91 35 36.

მასწავლებლები