საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები!
გარემო

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები

ICT ლაბორატორია - თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით

თანამედროვე ლაბორატორიები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

Smart board-ებით აღჭურვილი კაბინეტები

სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა

რემედიაციის ოთახი - ფსიქოლოგის მომსახურება

სამედიცინო კაბინეტი - ექიმ-პედიატრის მომსახურება

თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა

დახურული და ღია სპორტული მოედნები

თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფილი კაფეტერია

საბავშვო ატრაქციონებით კეთილმოწყობილი, დეკორატიული ეზო

მუდმივი დაცვა და ვიდეოკონტროლი

კლასში მაქსიმუმ 16-18 მოსწავლე

დამატებითი სერვისი

მშობლებისათვის ინოვაციური ინფორმირების სისტემა (ელექტრონული შეტყობინება შვილის დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში)

ტრანსპორტით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში)

საცურაო აუზი (მშობლის სურვილის შემთხვევაში)

საზაფხულო სკოლა

უსაფრთხოება

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს დაცვის სამსახური. ამ მიზნით აკადემია ახორციელებს 24 საათიან მომსახურებას დაცვის თანამშრომლებისა და ვიდეოკონტროლის საშუალებით.

სამედიცინო კაბინეტი:

აკადემია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო კაბინეტით. სასკოლო დროის განმავლობაში მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს სკოლის ექიმი-პედიატრი.

რემედიაციის ოთახი:

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რემედიაციის ოთახით. მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია:

თანამედროვე განათლების აკადემია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საბუნებიმეტყველო მეცნიერებების სწავლებაზე. აკადემიაში დაგხვდებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.

IT ლაბორატორია:

თანამედროვე განათლების აკადემიის ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია.

ბიბლიოთეკა:

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებს უახლესი მხატვრული, სამეცნიერო ლიტერატურითა და პერიოდიკით მდიდარი ბიბლიოთეკა ემსახურება.

ტრანსპორტი:

საჭიროების შემთხვევაში, თანამედროვე განათლების აკადემია უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებით მომსახურებას.

კაფეტერია:

აკადემიაში ფუნქციონირებს თანამედროვე კაფეტერია. კვების რაციონის შედგენაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ექიმმა. გათვალისწინებულია ინდივიდუალური საჭიროებები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიტარიული წესები და ნორმები. დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეთათვის უფასოდაა უზრუნვეყოფილი კვება.