აკადემიის სასკოლო კლუბები

კლუბების საქმიანობის მიზანია: ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციის, ინტელექტის დონისა და ერუდიციის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარების განვითარება და წახალისება. კლუბების საქმიანობა ხალისსა და მრავალფეროვნებას შესძენს აკადემიის ყოველდღიურ ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და მათ რეალიზებას.
გარდა აკადემიის მიერ შემოთავაზებული კლუბებისა, კლუბის ჩამოყალიბება შესაძლებელია სასწავლო წლის ნებისმიერ დროს, მოსწავლეთა და მშობელთა, აგრეთვე სხვა კომპეტენტური პირის ინიციატივის საფუძველზე.
აკადემიაში ფუნქციონირებს შემეცნებით-განმავითარებელი ხასიათის შემდეგი კლუბები:

> ცეკვა
> ფეხბურთი
> ICT
> პროგრამირება
> ფოტოშოპი
> სახალისო მათემატიკა
> ჭადრაკი
> ვერბალური და წერითი კომუნიკაციების კლუბი (ENG)
> დრამა
> არტ-კლუბი
> არტ-ბუქ

კლუბები

წიგნიერება და ხელოვნება

ვერბალური და წერითი კომუნიკაციების კლუბი (ENG), სახალისო მათემატიკის კლუბი, ცეკვის კლუბი, დრამა, არტ-კლუბი, არტ-ბუქ

ტექნიკური

პროგრამირება, ICT, ფოტოშოპი

სპორტი

ჭადრაკის კლუბი, ფეხბურთის კლუბი