თანამედროვე განათლების აკადემია
WE CHANGE THE WORLD
ჩვენ ვცვლით სამყაროს

ჩვენ შესახებ

თანამედროვე განათლების აკადემია არის კერძო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. აკადემიაში მიდგომები იქნება მოსწავლეზე ცენტრირებული.

აკადემია მუდმივად იზრუნებს სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და აღმზრდელების პროფესიულ განვითარებაზე და სასწავლო პროცესში დანერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მუდმივად განვავითარებთ და სრულვყოფთ სასწავლო რესურსებს. აკადემია ხელს შეუწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.
- შემოგვიერთდით

სრულად ნახვა

სასკოლო ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოება...

აკადემიაში მიღება
აკადემიაში ჩარიცხვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. ამისათვის, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიას.

სრულად ნახვა

4 კლასი - CEA TV...

საგრანტო კონკურსზე
რეგისტრაცია
წიგნიერება და ხელოვნება
სახალისო მათემატიკის კლუბი, ქართული ცეკვის კლუბი, ინტელექტ კლუბი, მკითხველთა კლუბი,
სპორტი
ჭადრაკის კლუბი, ფეხბურთის კლუბი
მეცნიერება
სახალისო მათემატიკის კლუბი, ნორჩ მეცნიერთა კლუბი
აკადემიის სასკოლო კლუბები
კლუბების საქმიანობის მიზანია: ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციის, ინტელექტის დონისა და ერუდიციის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარების განვითარება და წახალისება. კლუბების საქმიანობა ხალისსა და მრავალფეროვნებას შესძენს აკადემიის ყოველდღიურ ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და მათ რეალიზებას.
გარდა აკადემიის მიერ შემოთავაზებული კლუბებისა, კლუბის ჩამოყალიბება შესაძლებელია სასწავლო წლის ნებისმიერ დროს, მოსწავლეთა და მშობელთა, აგრეთვე სხვა კომპეტენტური პირის ინიციატივის საფუძველზე.
აკადემიაში ფუნქციონირებს შემეცნებით-განმავითარებელი ხასიათის შემდეგი კლუბები:

> სახალისო მათემატიკის კლუბი
> ჭადრაკის კლუბი
> ქართული ცეკვის კლუბი
> ART კლუბი
> ფეხბურთის კლუბი
> ბიზნესის კლუბი
> ნორჩ მეცნიერთა კლუბი

სრულად ნახვა

ექსპერიმენტორიუმი თანამედროვე განათლების აკადემიაში...

სრულად ნახვა

2გ კლასი - "თავნება პრინცესები"...

ამ თვეში დაგეგმილი ღონისძიებები
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 2 91 35 35
+995 32 2 91 35 36